საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ბუღალტერის პოზიციაზე წარმოების მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება და მონიტორინგი;
- საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
- ხარჯების და წარმოების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
- ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
- სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება)
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია)
- დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
- დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა;
- დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა წარმოებაში (განსაკუთრებით საკონდიტრო სფეროში) მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე;
- სავალდებულოა წარმოების პროცესების სპეციფიკის კარგი ცოდნა;
- უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
- სავალდებულოა ინგლისური B2 დონე;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ბუღალტრული პროგრამის Balance-ის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: შეთანმხებით;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N11 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი).
დასაქმების შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა;
- პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება საგადასახადო დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.