ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კატეგორიების განვითრების დაგეგმვა;
· არსებული ბაზრის ანალიზი, უცხო ქვეყნების ბაზრის ტენდენციების შესწავლა;
· არსებულ მომწოდებლებთან ბიზნეს ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
· ახალი მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
· მარაგების მართვა;
· მომავალი წლის გეგმის შემუშვება;
· ფასწარმოქმნის საფუძველზე შემოსავლების მონიტორინგი;
· კონკურენტების ანალიზი;
· პროდუქციის გაყიდვების არხების განსაზღვრა;
· ქსელს გარეთ გაყიდვის არხების მოძიება და ათვისება;
· პროდუქციის საბითუმო ფასების დიაპაზონის განსაზღვრა;
· აქციების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
· მიმდინარე/დაგეგმილი აქციების მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
· კატეგორიების მიხედვით პროდუქციის გაყიდვებისა და გამოსამუშავებელი შემოსავლების დაგეგმვა;
· თვითგანვითრებაზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში;
· შესყიდვებში ან გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესად;
· მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა;
· კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
· უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული);
· MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Excel;
· ანალიტიკური აზროვნება;
· მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
· გადაწყვეტილებების მიღებისა და მყისიერი რეაგირების უნარი;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - კატეგორიის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).