ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· B2B ბაზარზე პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის შემუშავება;
· პოტენციურ კლიენტებთან (HORECA ინდუსტრია) მოლაპარაკების წარმოება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
· გაყიდვების სრული ციკლის მართვა (შეთავაზება, კომერციული პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება, მუდმივი უკუკავშირი);
· კონკურენტების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
· გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
· მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
· პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარი;
· ექსელის ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
· ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი;
· ანალიზის უნარი;
· სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად განაწილების უნარი;
· სავალდებულოა კანდიდატს ყავდეს ავტომობილი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ანაზღაურება: ფიქსირებული (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) + ბონუსი გამომუშავებით გეგმის შესრულების პროპორციულად;
· სამუშაო გრაფიკი: მოძრავი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.