ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორ კომპანიაში კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის შეთავაზებების გაკეთება, შეხვედრების ორგანიზება, მათგან შეკვეთების მიღება, შესყიდვების პროცედურების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და კონტროლი;
· ბაზარზე განვითარების შესაძლებლობების ძიება/აღმოჩენა;
· კომპანიის არსებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
· საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების, სიახლეების კვლევა;
· არსებულ კლიენტებთან დამატებითი პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობების აღმოჩენა, განხილვა და გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
· სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
· საოფისე პროგრამებისა ცოდნა (Excel, Word, Powerpoint);
· სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
· კომუნიკაბელურობა;
· პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა;
· გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ტიპი - სრული (სტუდენტებისთვის ლექციებთან შეთანხმებით), ანაზღაურებადი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).