ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მენიუს გაყიდვების ანალიზი;
· მენიუს განახლების პროცესში მონაწილეობა;
· მენიუში შემავალ კერძებზე ფასწარმოქმნის შესახებ რეკომანდაციების შემუშაება;
· მარაგების და ფასების კონტროლი;
· რეპორტების მომზადება ობიექტის დატვირთულობის შესახებ;
· ყოველთვიური რეპორტების მომზადება და ანალიზი;
· ლოიალური კლიენტების ანალიზი;
· უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მონათესავე დისციპლინაში;
· საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
· ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
· კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
· მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
· დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· პუნქტუალური;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - ანალიტიკოსი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).