საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეტში ღონისძიებებისა და პროტოკოლის სამსახურის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-
ღონისძიებებისა და ოფიციალური შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
-
სტუმრების მიღების, რეგისტრაციის, განთავსებისა და გადაადგილების კოორდინაცია;
-
პროტოკოლური წესების დაცვაში ხელშეწყობა და ღონისძიების სცენარის შესაბამისად საორგანიზაციო საკითხების შესრულება;
-
ღონისძიებისთვის საჭირო სივრცის, ინვენტარის, ტექნიკური და სხვა რესურსების მომზადების კონტროლი;
-
მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
-
მოსაწვევების, სტუმართა სიების, განრიგებისა და სხვა სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
-
ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოქმნილ საორგანიზაციო საკითხებზე ოპერატიული რეაგირება;
-
სამსახურის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საჭირო უნარები:
-
გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
-
ორგანიზებულობა, დროის მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
გუნდური მუშაობისა და სტრესულ გარემოში ეფექტიანი მოქმედების უნარი;
-
კონფიდენციალურობის დაცვა და მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობის მზადყოფნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
სასურველია ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
-
ღონისძიებების ორგანიზების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-
საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღით. შაბათ-კვირას ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს თანამშრომლის მუშაობა შაბათს ან კვირას. ასეთ დროს სამუშაო დღეები გადანაწილდება გუნდის თანამშრომელს შორის, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო შაბათ-კვირას მუშაობის სანაცვლოდ თანამშრომელს დასვენების დღე მიეცემა კვირის სხვა დღეს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა