ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
· პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
· პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეხვედრების ორგანიზება;
· გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
· შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
· კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით, ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· კომპიუტერული უნარები (Windows, MS Office);
· ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. პრიორიტეტად ჩაითვლება თურქულის ან სხვა უცხო ენის ცოდნა;
· მთავარი მოთხოვნა არის სფეროს შესწავლის და სფეროში მუშაობის სურვილი და მონდომება.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).