საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
- ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
- ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და შესწავლა;
- კლიენტებთან მოლაპარაკებები წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მშენებლობის მიმართულებით;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით კი Excel-ის კარგად ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ახსნისა და დარწმუნების უნარი;
- კლიენტებზე ორიენტაცია და მათი პერსპექტივიდან დანახვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: მთლიანი განაკვეთი, 10:00-დან 19:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა;
- შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
- ანაზღაურება (თვიური): 1000 ლარი + ბონუსები (საშუალოდ 1000-1500 ლარი), გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
შერჩევის ეტაპი:
- CV/რეზიუმეების შერჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 8 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.