SOS ბავშვთა სოფელი ეძებს ენერგიულ და ქარიზმატულ გუნდის ლიდერს!
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს ლიდერული პოტენციალი და გინდა, რომ შენი გამოცდილება საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდეს — ეს ვაკანსია ზუსტად შენთვისაა.
რა იქნება შენი როლი?
- გუნდის მენეჯმენტი: დააკომპლექტო, მართო და განავითარო გუნდი;
- შექმნა პოზიტიური განწყობა და პროდუქტიული გარემო საერთო მიზნების მისაღწევად.
- იყო როლური მოდელი: პირადი მაგალითით აჩვენო გუნდს, როგორ მუშაობს ეფექტური პირისპირ (Face-to-Face) კომუნიკაცია.
- მართო პროცესი: ჩაატარო ტრენინგები, გასცე პროფესიული უკუკავშირი და მუდმივად გააუმჯობესო შედეგები. იმუშავებ როგორც „ველზე“, ისე ოფისში.
- კოორდინაცია: მართო ლოკაციები და იყო დამაკავშირებელი რგოლი მენეჯმენტსა და გუნდს შორის.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მოქნილი გრაფიკი: 30-საათიანი სამუშაო კვირა (დღეში 6 საათი) საშუალებას გაძლევს, კარიერა და პირადი ინტერესები იდეალურად შეათავსო.
- ღირსეული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.
- დადებითი სოციალური გავლენა: შენი ძალისხმევით მოზიდული თითოეული დონორი პირდაპირ ცვლის ბავშვების ცხოვრებას უკეთესობისკენ.
- ლიდერობის შესაძლებლობა: შეიძინე გუნდის მართვის ისეთი უნარები, რომლებიც ნებისმიერ სფეროში შენი წარმატების საფუძველი გახდება.
იდეალური კანდიდატი ხარ, თუ:
- გაქვს გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება (ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
- შეგიძლია გუნდის მოტივირება და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება.
- ფლობ კომუნიკაციის „სუპერძალას“ — შეგიძლია ნებისმიერი ადამიანის დაინტერესება.
- გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და არ გაშინებს გამოწვევები.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@sos-kd.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითე: „გუნდის ლიდერი“.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურიში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.