საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ HR პროექტის ასისტენტი პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს, რომ აუთსორსინგის მომსახურება კლიენტს მიეწოდებოდეს კონტრაქტთან შესაბამისობით, დროულად და მაღალი ხარისხით;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
- საბუთების შენახვა, განახლება, აღრიცხვა;
- მონაცემთა ბაზების წარმოება, კონტროლი, განახლება;
- სახელფასო ფაილების მომზადება;
- თანამშრომლებთან კომუნიკაცია და დროული რეაგირება მათ საჭირიებებსა და შეკითხვებზე;
- კლიენტთან კომუნიკაცია და დროული რეაგირება მათ საჭირიებებსა და შეკითხვებზე;
- ყველა ტიპის შვებულების დღეების აღრიცხვა;
- მივლინებების ადმინისტრირება;
- კადრების შერჩევის პროცესის ადმინისტრირება საჭიროების შემთხვევაში;
- მენეჯერისგან მიღებული სხვა მსგავსი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მცირე, 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების მიმართულებით;
- სომხური და ქართული ენების ცოდნა აუცილებელია. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
- შრომისმოყვარე;
- კარგი კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - HR პროექტის ასისტენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.