ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;
· ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
· მომწოდებლისგან შემოთავაზებულ პროდუქტებზე შერჩევაში მონაწილეობა;
· ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
· იმპორტის შეკვეთების მიღება და განთავსება;
· სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო);
· უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, ასევე გრუპაჟული ტვირთების;
· იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება;
· პროდუქციის ეტიკეტირების მონიტორინგი და კონტროლი;
· პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
· ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.
ძირითადი მოთხოვნები:
· ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
· აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
· უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· ორგანიზებულობა;
· პუნქტუალურობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
· ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე;
· სამუშაო გრაფიკი: სრული;
· ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - იმპორტის მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.