ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ვაკანსია

შემომავალი ზარების ოპერატორი

21 October 2026
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საქართველოში მოქმედ ერთერთ საფინანსო კომპანიაში შემომავალი ზარების ოპერატორის პოზიციაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში შემომავალ ზარებზე დროული, კვალიფიციური და თავაზიანი პასუხის გაცემა;
  • მომხმარებელთა კითხვების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიული გადაჭრა ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
  • სატელეფონო საუბრის დეტალების დაფიქსირება და მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის (CRM) მუდმივი განახლება;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართული ენის გამართულად ფლობა (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ქოლ-ცენტრში ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
 
პიროვნული უნარები:
  • ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ემპათია;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და ემოციების მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
 
ადგილმდებარეობა: თბილისი
 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ₾;
 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ოთახი 108ა
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი