ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიაში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შიდა და გარე ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებში აქტიური ჩართულობა;
· ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან მუშაობა;
· ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის მექანიზმებთან მუშაობა;
· გუნდის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიებში ან სხვა მონათესავე სფეროების მიმართულებით;
· კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების საბაზისო ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
· სასურველია ინფორმაციული კონტროლის მექანიზმების საბაზისო პრინციპების ცოდნა;
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
· დოკუმენტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი დეტალები:
· სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე;
· კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
· სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი;
· შერჩევის ეტაპები - ტესტირება, გასაუბრება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟიორი - კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).