ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილებაში სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და მათი იდენტიფიკაცია შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
· პარტნიორებისგან ინფორმაციის და დოკუმენტების მიღება/დამუშავება;
· საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება, სრულყოფა და ხარისხის კონტროლი;
· პარტნიორების კატალოგის სრულყოფა, შევსება და მუდმივი განახლება;
· AML განყოფილებასთან ურთიერთობა;
· შიდა და გარე რეპორტების მომზადება;
· პარტნიორებთან ურთიერთიბასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
· სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებული;
· გუნდურობა.
სამუშაო ტიპი - სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი; ანაზღაურებადი.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).