ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში რეკრუტირებისა და შერჩევის მიმართულებით სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პერსონალის რეკრუტინგისა და შერჩევის განყოფილების თანამშრომლების ასისტირება შერჩევის პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში;
· სოციალური ქსელის (LinkedIn, Facebook) გამოყენება საჭირო კანდიდატების მოსაძიებლად და მათთვის შეთავაზების გაკეთება;
· რეზიუმეებისა და კანდიდატების ბაზების ადმინისტრირება;
· შერჩეული კანდიდატისათვის თანამშრომლობამდე ყველა საჭირო პროცედურის დაგეგმვა და წარმართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით - შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია;
· ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· მოლაპარაკების უნარი.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება რეკრუტინგისა და შერჩევის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).