ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ინვესტორებთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
· პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
· მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
· ყოველწლიური დაფინანსების მართვის პროცესში, მათ შორის მოლაპარაკებების, დიუ დილიჯენსის (due diligence), ტრანზაქციების აღსრულების პროცესში ჩართულობა; პროცესის ზოგადი მხარდაჭერა;
· ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერისა და უფროსი ფინანსური ოფიცრის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
· ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებული პროექტების მართვა;
· საკონტრაქტო პირობების მონიტორინგი და საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
· დაინტერესებული მხარეებისთვის კორპორატიული პრეზენტაციების, ანალიტიკური ანგარიშების, პრესრელიზების და სხვა დაკავშირებული მასალების მომზადება და განახლება;
· კრედიტორებთან დროული ანგარიშგების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (სასურველია, ფინანსების მიმართულებით);
· კორპორატიული ფინანსების, ფინანსური აღრიცხვისა და მაკროეკონომიკის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
· სასურველია სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მიმართულებით;
· დეტალებზე ორიენტირებული, ანალიტიკური აზროვნებისა და პროექტების მართვის უნარი;
· ინგლისურის ენის თავისუფლად ფლობა (წერა, მეტყველება);
· ეთიკის მაღალი სტანდარტები, პიროვნული და ვერბალური / წერითი კომუნიკაციის გამორჩეული უნარი;
· MS PowerPoint, MS Excel, Word, Outlook-ის საფუძვლიანი ცოდნა;
· გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი, კოლეგების საჭიროებებზე ეფექტური რეაგირება
· ACCA-ს წიგნები ჩაითვლება უპირატესობად;
· საჭიროებისამებრ საზღვარგარეთ მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები:
· მუშაობის ხანგრძლივობა - სრული;
· სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი (თბილისი)
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ინვესტორებთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების მართვის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.