საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანია გთავაზობთ:
- უახლოეს ერთ წელიწადში აიღო საერთაშორისო სერტიფიკატი - Microsoft, Google, CompTIA, Bitdefender, 3CX and etc;
- იმუშაო გამოცდილი ადამიანების გვერდით, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს;
- ისარგებლო ულიმიტო სასაუბრო დროით და ინტერნეტით;
- გქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მეგობრული გუნდი;
- ხალისიანი ურთიერთობები;
- საინტერესო თავგადასავლები.
ძირითადი მოვალეობები:
- დისტანციური არხებით, IT მიმართულებით შექმნილი, ინცინდენტების გადაწყვეტა;
- პარტნიორების ოფისში ტექნიკური ამოცანების განხორციელება;
- მომხმარებლების, IT მიმართულებით, შესაბამისი მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისურ ენის ცოდნა (B1-B2);
- მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- შემდეგი საკითხების ცოდნა:
- E-mail (Microsoft Outlook, G-suite, Office 365);
- Printers and scanners;
- IP phones;
- Operating systems (Windows, MacOS);
- Wi-Fi;
- Domain user Setup;
- Antivirus;
- Computer Hardware.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ოფისი: დადიანის გამზირი #7
- სამუშაო განაკვეთი: ცვლადი, კვირაში 5 დღე - 40 სთ
შერჩევის ეტაპები:
- საკუთარი ცოდნის შეფასება ონლაინ კითხვარით;
- ონლაინ ტესტირება;
- პირისპირ ინტერვიუ;
- კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.