ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში კმარკეტინგის უმცროსი სპეციალისტის
პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
· სხვადასხვა არხში მარკეტინგული კონტენტის განთავსება;
· ტექსტების შედგენაზე ზრუნვა;
· საჭირო ინფორმაციის მოძიება.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
· კრეატიული აზროვნების უნარი;
· სასურველია ავტომობილების კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
· მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებულობა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე;
· ფიქსირებული ანაზღაურება;
· კარიერული ზრდა;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.