ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
დაეხმაროს კატეგორიის მენეჯერს შემდეგი საქმიანობების წარმოებაში:
· ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
· პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა - ახალი ბრენდების მოძიება;
· პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
· შესყიდვების უზრუნველყოფა - მომწოდებლებთან ურთიერთობა და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
· პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
· პროდუქციის შესახებ სტანდარტების და გამოყენების სახელმძღვანელოს შემუშავება.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან შესყიდვების მიმართულებით;
· Excel-ის ცოდნა;
· აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
· სასურველია თურქული ენის ცოდნა.
სამუშო ტიპი - სრული განაკვეთი (ყოველი მეორე შაბათი სამუშაო დღე); ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 14 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ - კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).