საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსულ შეტყობინებებზე და ზარებზე უკუკავშირის დაბრუნება;
- პროვაიდერების მხარდაჭერა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით;
- საჭიროების შემთხვევაში, პროვაიდერისგან მიღებული საკითხის მოკვლევა ორგანიზაციის შიდა დეპარტამენტებთან და/ან პროვაიდერებთან და მომწოდებლებთან და უკუკავშირი მომმხარებელთან ან პროვაიდერთან;
- აპლიკაციაში მიღებული შეკვეთების კონტროლი და სტანდარტიდან გადახრის/დაგვიანების შემთხვეევაში მომხმარებელთან და მომწოდებელთან კომუნიკაცია;
- პერიოდულად, კამპანიის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება, ლოიალური მომხმარებლისთვის საჩუქრის ჩუქების მიზნით;
ძირითადი მოთხოვნები:
- უნდა იცოდე MS Office-ის პროგრამები და სოციალური ქსელები სამომხმარებლო დონეზე;
- უნდა იყო სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, თუ გექნება გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
- პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობა;
- ინიციატივების გამოხატვის სურვილი;
- სტრესული სიტუაციის გამკლავების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.