ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში კვლევისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ახალი პროდუქტის კონცეფციის, სერვისის დიზაინისა და ფუნქციონალის ჩამოყალიბების, აგრეთვე პროექტის დაგეგმვის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
· პროექტის ფარგლებში დაკავშირებულ მხარეებთან კომუნიკაციის წარმოება და მათი საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;
· პროექტების შედეგების გეგმებთან შესაბამისობის მონიტორინგი და რეპორტინგი;
· შუალედური და საბოლოო პროდუქტის ბიზნეს დავალებასთან შესაბამისობის ტესტირება;
· პროექტის ფარგლებში მომხმარებლის ქცევისა და feedback ების ანალიზი, ადაპტირებული იუზერ სთორის მომზადება;
· საერთაშორისო და ლოკალურ ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრებზე, ახალი ტრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების კვლევა და ანალიტიკა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· საოფისე პროგრამების ცოდნა;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
· კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
· ორგანიზებულობა;
· როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· ძლიერი პიროვნული თვისებები;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კვლევისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის ცენტრში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).