ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

იურისტი
3 February 2021

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიაში იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;

·         მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების პროექტის მომზადება;

·         მოწოდებული ხელშეკრულების პროექტის სამართლებრივ ანალიზი;

·         მიღება-ჩაბარების, შეთანხმების აქტების, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აქტების მომზადება;

·         კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებსა და საპასუხო წერილის პროექტის მომზადება;

·         სამართლებრივი დავის არსებობისას ორგანიზაციის ინტერესების სასამართლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების წინაშე წარმოდგენა;

·         ორგანიზაციის ინტერესების დაცვის მიზნით მინდობილობების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური აქტების მომზადება;

·         იურიდიული დოკუმენტაციის დახარისხება და რეგისტრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

·         იურიდიული განათლება;

·         კორპორატიულ იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

·         სასამართლოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამოცდილება;

·         სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;

·         საოფისე პროგრამების ცოდნა;

·         სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         ანალიტიკური აზროვნება;

·         გუნდური მუშაობის უნარი.

 

ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - იურისტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111.  career@ug.edu.ge, ტელ: 255-22-22.

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი