საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ლოჯისტიკის მენეჯერის ანაზღაურებად სტაჟირებაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებისთვის საერთაშორისო გადაზიდვების შეკვეთების დამუშვება მათი საჭიროებების გათვალისწინებით;
- ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებისთვის, ლოჯისტიკური ხედვის, სტრატეგიის, პროცესების და პროცედურების შემუშავება;
- კომპანიებთან ლოჯისტიკური პროცესის კოორდინირება;
- მომწოდებლებთან და აგენტებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების ციკლის ორგანიზება და პროცესის ოპერატიულად წარმართვის კონტროლი;
- მიღებული შეკვეთის ყოველდღიური მონიტორინგი/ტვირთმიღების ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის იმიჯზე ზრუნვა, შესაბამისად პროცესის მუდმივი კონტროლი;
- არსებულ კლიენტებთან მოლაპარაკება და ახალი კლიენტების მოზიდვა;
- ყოველკვირეული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft Office.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- გაწონასწორებული;
- დამოუკიდებლად მუშაობის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი პანორამას #6, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა;
- გრაფიკი: 10:00-18:00 (1სთ შესვენება) შაბათ-კვირა დასვენება;
- სტაჟირების ხანგრძლივობა - სამი თვე;
- ანაზღაურება: (გამოცდილებიდან გამომდინარე).
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ლოჯისტიკის მენეჯერი - ანაზღაურებადი სტაჟირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.