ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში მომხმარებლის მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა ჩათის, ელ-ფოსტისა და სოციალური მედიის საშუალებით (გამავალი ზარების განხორციელება საჭიროებისამებრ);
· მიმდინარე შეკვეთების მართვა;
· მომხმარებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
· პასუხისმგებლობის აღება.
განათლება და გამოცდილება:
· უპირატესობად ჩათვლება მომხმარებლის მომსახურების ტრენინგები;
· მომხმარებლთა მომსახურებისა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· კარგი კომპიუტერული უნარები აუცილებელია.
სხვა მოთხოვნები:
· ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (ან რომელიმე ენის სრულყოფილად ცოდნა);
· პრობლემის გადაჭრის უნარი და პროაქტიულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ტექნოლოგიურ პროდუქტებთან მოქნილი დამოკიდებულება და კომპანიის ღირებულებების გაზიარების შესაძლებლობა;
· რთულ სიტუაციებთან გამკლავების და სტრესულ გარემოში ფოკურისრების უნარი;
· ერთდროულად რამდენიმე საკითხზე ფოკუსირების უნარი;
· მოქნილი სამუშაო ცვლების მიმართ (ღამის ცვლის ჩათვლით).
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - მომხმარებლის მომსახურების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).