საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- სამუშაო გარემოს მოწესრიგება პაციენტთა მიღების დაწყებამდე;
- ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის კონსულტაციაზე;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
- პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
- პაციენტთა მოკითხვა;
- ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება და მოთხოვნის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- ინგლისური - (საკომუნიკაციო);
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, E-mail).
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ოჯახის ექიმის ასისტენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.