ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში კორპორაციული ფინანსების მიმართულებით ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება;
· პროექტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
· სამუშაო პროცედურების ჩატარებაში ხელმძღვანელის დახმარება;
· პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
· სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის მიმართულებით;
· ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
· MS Office-ის პროგრამების ცოდნა(Word, Excel, PowerPoint);
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;
· 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
· ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
o I ტესტირება;
o II გასაუბრება.
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 27 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - “ანაზღაურებადი სტაჟირება - კორპორაციული ფინანსების მიმართულება“.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.