ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით ანაზღაურებად სტაჟირებებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შიდა და გარე ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებში აქტიური ჩართულობა;
· ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან მუშაობა;
· ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის მექანიზმებთან მუშაობა;
· გუნდის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში;
· IT და უსაფრთხოების აუდიტის პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა მონათესავე სფეროების მიმართულებით;
· კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების საბაზისო ცოდნა;
· ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
· სასურველია ინფორმაციული კონტროლის მექანიზმების საბაზისო პრინციპების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
· გუნდურად მუშაობის უნარი;
· ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
· დოკუმენტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
· სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში;
· სამუშაო საათები - სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე - hr@bdo.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ანაზღაურებადი სტაჟირება - კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.