ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პარტნიორი კომპანიების მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, შევსება, რედაქტირება, განახლება;
· პარტნიორების კატალოგის სრულყოფა, შევსება და მუდმივი განახლება;
· შიდა და გარე რეპორტების მომზადება;
· პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
· უპირატესობად ჩაითვლება, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებული;
· გუნდურობა.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 7 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - პარტნიორებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).