საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა შესაძლო ალტერნატივის მოძიება, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გადაწყვეტილების/ალტერნატივის შეთავაზება;
- ელ.ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშ.-პარ., 11:00-19:00
- შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში
- ანაზღაურება: 650 ლარი (3 თვის შემდეგ ფიქსირებული ანაზღაურება იზრდება, ხელზე ასაღები 200 ლარით) + ბონუსი (პირველივე თვიდან).
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.