საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
- კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
- ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში რეგისტრაცია;
- ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა, პროგრამული ასახვა, დაზღვეულის კლინიკაში გადამისამართება:
- სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
- დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მისი მომიჯნავე სფერო
- სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური - Intermediate.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიშის N1 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა);
- სამუშაო გრაფიკი: თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, თვეში 2 კვირა 5 სამუშაო დღე, 2 ცვლა: ცვლები არის შემდეგნაირი - 09:00-15:00; 10:00-16:00; 11:00-17:00; 15:00-21:00 და არ არის ფიქსირებული, მხოლოდ რომელიმე ერთი.დამატებითი შაბათს ან კვირას მორიგეობის შემთხვევაში ანაზღაურება გაიცემა ზეგანაკვეთურად.
- დასვენების დღეების რაოდენობა (კვირის განმავლობაში): კვირა
- ანაზღაურება: ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი თვე 700 ლარი (ნეტი), მეორე თვიდან 800 ლარი (ნეტი).
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ქოლცენტრის ოპერატორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.