ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ დასაქმების სააგენტოში რეკრუტირების ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მიღებული განაცხადების პროგრამული ასახვა;
· კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე/ტესტირებაზე;
· სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· სწრაფად ბეჭდვა;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· მოწესრიგებულობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
· 10 დღე გამოსაცდელი პერიოდი;
· სამუშაო გრაფიკი - შეთანხმებით;
· გამოსაცდელი პერიოდის წარმატებულად გავლის შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში.
სამუშაო ტიპი - არასრული, სტუდენტებზე მორგებული; ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 25 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - რეკრუტერის ასისტენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).