ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში კვლევისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე ახალი ტრენდებისა და ტექნოლოგიების მოკვლევა და ანალიტიკა;
· კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
· განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, ბიზნეს პროექტების მომზადება, ახალი პროდუქტების კონცეფციის და ფუნქციონალის ჩამოყალიბება;
· კვლევებისა და განვითარების პროექტების მართვა - პროექტის ჯგუფის წევრებისთვის სამუშაოს განაწილება და მართვა;
· პროექტის ფარგლებში მომხმარებლის ქცევისა და feedback-ების ანალიზი და ადაპტირებული იუზერ სთორის მომზადება;
· პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
· მიღებული პროდუქტის შესაბამისობის ტესტირება ბიზნეს დავალებასთან;
· პროდუქტის და მისი შემადგენელი კომპონენტების სრული სასიცოცხლო პროცესის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
· პროექტის ფარგლებში დაკავშირებული რგოლების მართვა და მათთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
· სიახლებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
· გაზრდაზე, განვითარებაზე ორიენტირებულობა;
· ინიციატორი;
· როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· ძლიერი პიროვნული თვისებები;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
· ფინანსურ ან ტექნოლოგიურ ბაზარზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ტიპი - სრული, ანაზღაურებადი.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - კვლევისა და განვითარების ჯგუფის სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).