საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანიასთან დასაქმების შემთხევაში:
- გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
- იმუშავებთ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
- არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
- სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- სწრაფი, მოქნილი მოქმედების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო;
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 15 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სადაზღვევო აგენტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.