ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ესთეთიკის დარგის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში საერთაშორისო გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· დისტრიბუტორებთან კომუნიკაცია;
· ახალი დისტრიბუტორების მოძიება, მათი წინადადებების და პროფაილების დამუშავება;
· შეკვეთის დამუშავება და ინვოისის მომზადება;
· ახალი პროდუქტების შესახებ დისტრიბუტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
· საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სასერთიფიკატო კურსების ორგანიზება, მხარდაჭერა;
· საერთაშორისო ან ადგილობრივი კონგრესის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. გამოფენებზე და კონგრესებზე სტენდთან მუშაობა, პროდუქციის პრომოცია-გაყიდვა;
· ექიმებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია;
· დისტრიბუტორების მიერ კონტრაქტით გაწერილი პირობების შესრულების კონტროლი;
· გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
· წლის გეგმის შემუშავება;
· ყოველთვიური აქციების/ფასდაკლებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· განათლება რელევანტური მიმაღტულებით;
· ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, დამატებით ესპანური ან არაბული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
· საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ;
· დამსაქმებელი გთავაზობთ - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2021 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - საერთაშორისო გაყიდვების უმცროსი მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.