ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიაში გაყიდვების სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებელთან კომუნიკაცია;
· ფასების შეთავაზება და კონტრაქტის პირობების შეთანხმება;
· ბაზრის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
· პროდუქციის ცოდნისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება;
· მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში/კომერციულ სექტორში;
· კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
· პოზიტიური დამოკიდებულება გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების მიმართ;
· პრეზენტაციის უნარი;
· დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები;
· ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
· ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა;
· სასურველია რუსული ენის ცოდნა;
· კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, Power Point, Outlook.
სამუშაო ტიპი - სრული (ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30), ანაზღაურებადი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).