საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სამედიცინო ხარისხის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთ კლინიკაში.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სამედიცინო განყოფილებებში მონიტორინგის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- კლინიკურ ინდიკატორებზე მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი ჯგუფთან ერთად;
- აქტიური კომუნიკაცია ექიმებთან ახალი კლინიკური ინდიკატორების დანერგვასთან დაკავშირებით;
- ახალი პროცედურებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სფეროში ხარისხის, მონიტორინგის, ეპიდემიოლოგიის მიმართულებით გამოცდილებას;
- საოფისე პროგრამების ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება Excel-ის ცოდნას;
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- აკურატულობა, ორგანიზებულობა;
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სტუდენტების შემთხვევაში არის ხელშეწყობის შესაძლებლობა);
- ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სამედიცინო ხარისხის მენეჯერის ასისტენტი
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.