საქართველოს უნივერსიტეტის მეორე, მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიაში დაზღვეული მომხმარებლებისათვის ინვოისების მომზადება და შესაბამის ვადებში მიწოდება;
- ჩასარიცხი თანხების ვადაგადაცილების კონტროლი;
- დავალიანებაზე/ გადასახდელ თანხაზე შემახსენებელი წერილების გაგზავნა;
- დაზღვეული კომპანიებისაგან ცვლილებების მიღება, დამუშავება და შესაბამისი თანამშრომლისთვის მიწოდება;
- ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და შესაბამისი თანამშრომლისთვის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - საოპერაციო მენეჯერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.