ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივესიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
17 November 2023

საქართველოს უნივესიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა არაგადამდები დაავადებების მიმართულებით (2 ვაკანსია) *განსაკუთრებული მოთხოვნა: საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება, საზოგადოებრივი და გლობალური ჯანმრთელობის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა გლობალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით (1 პოზიცია)
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობა თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით (1 პოზიცია)

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მოლეკულური ბიოლოგიის და მიკრობიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგიის მიმართულებით (1 ვაკასნია)
  • ასისტენტი პროფესორის აკადემიური თანამდებობა მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკასნია)
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიოქიმიის მიმართულებით (1 ვაკასნია)
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ბიოქიმიის მიმართულებით (1 ვაკასნია)

ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბრენდის მენეჯმენტის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა გლობალური მარკეტინგული სტრატეგიების მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მომხმარებელთა ქცევის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მომსახურების მარკეტინგის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა სააღრიცხვო ინფორმაციული სისტემების მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა გადასახადების ადმინისტრირების მიმართულებით (1 ვაკანსია)

სამართლის სკოლა

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა საერთაშორისო ეკონომიკური სისხლის სამართლისა და შედარებითი სისხლის სამართლის მიმართულებით (1 ვაკანსია)

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:

  1. ძირითადი კრიტერიუმებია:         
    • დოქტორის აკადემიური ხარისხი;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
    • სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს;
    • ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი;

დამატებითი კრიტერიუმებია:

  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
  1. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
    • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (დართული ფორმის მიხედვით);
    • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (დართული ფორმის მიხედვით);
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/geo/static/213) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
    • ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
    • დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ნების დამრთველი სახელმწიფო სერტიფიკატი (მხოლოდ კლინიკურ მიმართულებებზე);
    • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
    • ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).
    • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (დართული ფორმის მიხედვით);
    • საგნის სილაბუს(ებ)ი;
    • სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის.
  1. საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება;
  2. კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელექტრონული ფოსტით.
  3. საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2023 წლის 18 დეკემბერს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.
  4. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 19 დეკემბერს.
  5. საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2023 წლის 20 დეკემბერი.
  6. კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდეს 2023 წლის 22 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ug.edu.ge.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

დანართი
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი