ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ წამყვან მულტიმედია ჰოლდინგში SEO სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· ვებ-გვერდების ანალიზი და SEO ხარვეზების გამოვლენა;
· ვებ-გვერდის სრული აუდიტის ჩატარება;
· ვებ-გვერდის Keyword-ებისა და Meta თეგების ოპტიმიზაცია უკეთესი პოზიციონირებისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
· HTML5 და XML-ის ცოდნა;
· აუცილებელია Google Search Console-თან და ანალიტიკურ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
· კოდის გარჩევის, ცვლილებისა და განახლების უნარი;
· ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· სიახლეების მარტივად ათვისების და დანერგვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, 09:30-18:00 სთ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - SEO სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).