ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში სერვისდესკის ოფიცერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
· შემოსული მოთხოვნების სრულყოფილად შევსება/რეგისტრაცია ServiceDesk-ის პროგრამაში;
· შემოსული მოთხოვნის SLA მიხედვით შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება სწორი დიაგნოზით;
· მორიგე თანამშრომლების განსაზღვრა და შეტყობინების დაგზავნა შესაბამის სამსახურებთან;
· გადაცემული მოთხოვნის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კავშირი ტექნიკოსთან ან რექვესტერთან;
· შექმნას და შეინარჩუნოს პოზიტიური დამოკიდებულება რექვესტერებთან, მუდმივად იფიქროს გაუმჯობესებაზე და კმაყოფილების გაზრდაზე;
· ყოველთვიური KPI რეპორტინგი რეგიონების მიხედვით;
· IT ის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა.
ძირითადი მოთხოვნები:
· IT სფეროში მუშაობის გამოცდილება;
· სასურველია ITIL ის ცოდნა;
· სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
· Excel VBA პრინციპების ცოდნა;
· აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
უნარები:
· გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
· კარგი კომუნიკაციის უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებული;
· გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
· პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
დამატებითი დეტალები:
· სამუშაო გრაფიკი - სრული, სტუდენტებზე მორგებული;
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახენ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2020 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - სერვისდესკის ოფიცერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 111. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).