ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
სტაჟიორი ბუღალტერიაში – შპს „მწვანე სკოლა“
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 600 ლარი (NET) – ზრდის პერსპექტივით
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
განაცხადის წარდგენის ვადა: 10 ივლისი, 2025 წელი
სტაჟიორობის ფარგლებში შეისწავლით:
პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა, შემოწმება, ბუღალტრული გატარება და დაარქივება
დებიტორების ბალანსის ყოველდღიური კონტროლი და შემოსული თანხების ასახვა
კრედიტორებთან შედარების აქტების პერიოდული წარმოება
საანგარიშო თვის დროულად დახურვა და მენეჯმენტისთვის მიწოდება
პირველადი დოკუმენტაციის მოძიება და ასახვა
დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრა და საგადასახადო რისკების მართვა
ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება
საბუღალტრო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსები, ბუღალტერია, ეკონომიკა) ან ACCA-ის შესაბამისი კურსები
საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა
MS Office პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის
მოთხოვნილი უნარ-ჩვევები:სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის და დროულად შესრულების უნარი
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
კონფიდენციალურობის დაცვა
რას უნდა ელოდოთ:
„მწვანე სკოლა“ – ჯიკაპის შვილობილი კომპანია – გთავაზობთ სწრაფად მზარდ გარემოში სამუშაო გამოცდილებას, მეგობრულ და მიზანდასახულ გუნდთან თანამშრომლობას, განვითარების პერსპექტივასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.
განაცხადის წარდგენის წესი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: career@greenschool.ge
Subject ველში მიუთითეთ: „ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე ბუღალტერიაში“
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10/07/2025
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურში.
აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: career@ug.edu.ge
Tel: +995 511 30 27 47.