ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ სტაჟირების პროგრამაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.
პროგრამის მიზანი:
ძირითადი მოთხოვნები:
სტაჟირების პროგრამის მიმდინარეობის დეტალური აღწერა:
ეტაპი 1
სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ განაცხადი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ელ. ფოსტაზე consumer@gnca.gov.ge , რომელიც უნდა შეიცავდეს:
კონკურსში მონაწილეობისთვის, იურიდიული/სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ სტატია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
კონკურსში მონაწილეობის მიზნით, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა უნდა მოიძიონ მონაცემები (data) მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ, დაამუშავონ MS Excel ის საშუალებით, გააკეთონ შედეგების ვიზუალიზაცია (დეშბორდი,ინფოგრაფიკა ა.შ.) და ინტერპრეტირება.
ეტაპი 2
ნაშრომები, რომლებიც ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შეფასდება კომპეტენტური პირების მიერ შექმნილი კომისიის მიერ (სააგენტოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე);
საუკეთესო ნაშრომების ავტორი სტუდენტები (2 სამართლის სპეციალიზაციის, 1 ბიზნესის ადმინისტრების/ეკონომიკის სპეციალიზაციის) სტაჟირებას გაივლიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში.
სტაჟიორთა რაოდენობა და ანაზღაურება
სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღი
დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.