ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ Sweeft-ში Lead Generation Specialist- სტაჟირებაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
• პოტენციური მყიდველების კონტაქტების შეგროვება, პოტენციური ახალი კლიენტების მოძიება და კვალიფიკაცია;
• კომპანიების მოძიება, სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმების შესაქმნელად;
• მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების აღმასრულებლებთან, სტრატეგიების შემუშავებისათვის, რათა გაიზარდოს სხვადასხვა არხზე კონვერტაციის მაჩვენებლები;
• თანამშრომობა გაყიდვების აღმასრულებლებთან მათი ყოველთვიური და წლიური შემოსავლების მიზნების მხარდაჭერისათვის;
• პროაქტიულად ზარების დაგეგმვა პერსპექტიულ კლიენტებთან ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით (including cold calling);
• ურთიერთთანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგის და პროექტის მიწოდების სხვა პერსონალთან, რათა ერთობლივად განისაზღვროს მომხმარებლის საჭიროებები.
ძირითადი მოთხოვნები:
• ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე პროგრამის მე-3 , მე-4 კურსის სტუნდენტი;
• ინგლისური ენის ცოდნის დონე - C2
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
• ანალიტიკური აზროვნება;
• სიზუსტისა და დეტალებისადმი ყურადღების მაღალი დონე;
• ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
• ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზოგადი ცნობიერება;
• გაყიდვებზე ორიენტირებული და მიზანმიმართული, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი - სრული (უნივერსიტეტთან შეთავსებით);
• სამუშაო სივრცე - ოფისი;
• ანაზღაურება - დარიცხული 500 GEL, დამატებით ბონუსი.
დამატებითი ინფორმაცია:
• ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - Sweeft-ში Lead Generation Specialist- სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.