ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში სატელეფონო გაყიდვების სპეციალსტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
· კლიენტების მოთხოვნების დადგენა და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
· კლიენტებთან შეხვერის ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება (საჭიროების შემთხვევაში);
· გაყიდვების გეგმის შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
· ქართულ ენაზე დახვეწილი გამართული მეტყველების უნარი;
· ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
· ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არასავალდებულო);
· მოტივირებული;
· პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
· გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
· დეტალებზე ორიენტირება;
· ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
· სისხარტე.
სამუშაო პირობები:
· სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ - 14:00სთ/14:00სთ - 19:00სთ;
· სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
· ანაზღაურება: ფიქსირებული 250 ლარი + ბონუსი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 2 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 117. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).