საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ტექნიკური სერვისის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწეის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ტელეფონის ზარზე პასუხი და შემოსული შეკვეთის დაფიქსირება;
- ყოველდღიური კალენდრის წარმოება გასაწევი მომსახურების შესახებ;
- ტექნიკური სპეციალისტების მართვა და კონტროლი;
- ტექნიკური ჯგუფის სერვისზე დროულად გასვლის უზრუნველყოფა;
- მომხარებლის საჭიროების/პრობლემის დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
- ბუღალტერიისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელთან, მიმდინარე საკითხების გავლა და რეპორტების გაგზავნა ყოველკვირეულად.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- ინლისური - B2.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00;
- ანაზღაურება: 800 - 1500 ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე);
- მისამართი: კახეთის გზატკეცილი #162.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ტექნიკური სერვისის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.