ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში ტრენინგების ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· დოკუმენტაციის წარმოება; მათ შორის ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/კონტროლი;
· ტრენინგების დაგეგმვა/ჩატარების პროცესში ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, მათ შორის: ლოკაციების განსაზღვრა, ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა, ტრენინგების მონაწილეთა ინფორმირება სატრენინგო პროცესისა და ვადების შესახებ, დასწრების აღრიცხვა;
· ტრენინგ-ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიანად წარმართვა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ბაზებში ასახვა, ტრენინგებზე გახარჯული თანხების აღრიცხვა;
· თანამშრომელთა ატესტაციის პროცესში მონაწილეობა, შედგენილი ტესტების ტექნიკური და ვიზუალური ფორმატირება, ტესტირების პროცესის სრული ორგანიზება და მართვა. ტესტების შედეგების ასახვა შესაბამის ბაზაში;
· უშუალო ხელმძღვნელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან რელევანტური მიმართულებით;
· სასურველია რელევანტურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
კომპეტენციები და პიროვნული უნარები:
· პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
· პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
· ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
· დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
· ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
· შედეგზე ორიენტაცია;
· ორგანიზებულობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
· თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
· გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
· ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, ატვირთოთ CV 2022 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - https://evexclinics.ge/ka/vacancy/trening---centris-asistenti/533 .
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.