საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ტრენერის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მენეჯერთან კომინუკაციის დამყარება იმ მიზნით, რომ განისაზღვროს ტრენინგის საჭიროება და განხორციელდეს მისი დაგეგმვა;
- სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და სფეროების იდენტიფიცირება გაუმჯობესებისათვის;
- ხარისხის აუდიტის შედეგების ანალიზი და შესაბამისი ეფექტური სასწავლო პროგრამების განხორციელება;
- ჯგუფური ონლაინ და ოფლაინ ტრენინგების ჩატარება;
- სასწავლო მასალების მომზადება, როგორიცაა სამუშაო ინსტრუქციები, ტესტები, პრეზენტაციები, ვიდეოები;
- ახალი თანამშრომლების სწავლება;
- დაკვირვება თანამშრომლების სამუშაო პროცესზე და მათთვის პასუხის გაცემა;
- ახალი ინფორმაციის გადაცემა და ტრენინგი არსებული გუნდისთვის;
- მოკლე დოკუმენტების თარგმნა ინგლისურიდან ადგილობრივ ენებზე;
- ცოდნის ბაზის შენარჩუნება ადგილობრივ ენაზე;
- შექმნა და განახლება სასწავლო კურსების LMS-ში.
ძირითადი მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი მსგავსი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან და Microsoft Office-თან და/ან Google Drive-თან (მაგ. Slide და PowerPoint); სასურველია e-learning software ცოდნა;
- ინგლისური დონე C1.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ენების გრამატიკულად გამართული ცოდნა;
- სწავლებისათვის ახალი ტექნიკის შემუშავების სურვილი;
- შესანიშნავი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი;
- ანალიტიკური უნარ-ჩვევები და ანგარიშგების, მონაცემთა დამუშავების ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, ზეწოლის ქვეშ და მოკლე, ცვალებად და დინამიურ ვადებში ეფექტურად და სწრაფად მუშაობა;
- ორგანიზებული, პრიორიტეტებზე ორიენტირებული და კარგი დროის მართვის უნარის ქონა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) კვირის განმავლობაში 40 სამუშაო საათი;
- სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი).
დამატებითი ინფორმაცია:
ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - ტრენერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.