ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

უმცროსი იურისტი
24 February 2023

საქართველოს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ უმცროსი იურისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტები, დასკვნები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა;
  • საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და დავების წარმოება;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების გაცნობა და რეაგირება;
  • კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება;
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა და დაარქივება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი)
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით)
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშო ლოკაცია: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 სთ.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი იურისტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507.  career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი