საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ უმცროსი იურისტის პოზიციაზე ერთ-ერთ კომპანიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კლიენტების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- შეთანხმებების / აქტების / ხელშეკრულების შედგენა/რედაქტირება/თარგმნა;
- კომპანიის კლიენტების წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა;
- საერთო სასამართლოების და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ანალიზი/რედაქტირება/თარგმნა;
- საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის სამეწარმეო, საპროცესო და შრომის სამართლის ცოდნა;
- იურისტად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
- სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა - თბილისი, ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
- სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი, 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი.
შერჩევის ეტაპები:
დამატებითი ინფორმაცია:
- ინფორმაცია დამსაქმებელი კომპანიის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2023 წლის 18 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ - უმცროსი იურისტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 507. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22.