ვაკანსია
საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა განაცხადი გააკეთონ ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
· პროექტების დაგეგმვა და კონტროლი;
· შესრულებული სამუშაოს შეფასება;
· ბიზნესის პროცესის თითოეული ეტაპის შეფასება და დასახულ მიზნებთან შესაბამისობის კონტროლი;
· ჯგუფის წევრებს შორის მედიაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
· განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
· ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
· რუსული ენის ცოდნა სასურველია;
· MS office-ს ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
· ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· დროის მართვის უნარი;
· გადაწყვეტილების მიღების უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· მოლაპარაკების წარმოების უნარი.
პიროვნული თვისებები:
· მოტივირებული;
· ორგანიზებული;
· შრომისმოყვარე;
· პუნქტუალური;
· პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
· კომუნიკაბელურობა.
სამუშაო ტიპი - მოქნილი გრაფიკი, არაანაზღაურებადი.
სტაჟირების პერიოდი - 1-3 თვე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე - career@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟიორი.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ დასაქმების ხელშეწყობის სამსახურში. აქვე ხელმისაწვდომია პროფესიონალური კონსულტაცია იმისათვის, რომ წარმატებით წარსდგეთ დამსაქმებლის წინაშე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: IV კორპუსი, ოთახი 115. career@ug.edu.ge ტელ: 255-22-22(*388).